Posts

Showing posts from May, 2017

მეშვიდე დღე

დღეს ჩვენ შევისწავლეთ მოსწავლეტა პროექტების შეფასება.შეფასების სტრატეგიების განხილვა.მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  სავარაუდო გეგმას.შევქმენით პროექტის რუბრიკა და მოსწავლის  პრეზენტაციის ნიმუშის მიხედვით შევავსეთ კოლაბორატული შეფასების დოკუმენტი.გავეცანით შეფასების  დოკუმენტის ბიბლიოთეკას.გაკვეთილის მართვაში შევადგინეთ ქვიზი.

მეექვსე დღე

დღეს შევისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.ერთმანეთს გავუზიარეთ  პროექტის უკუკავშირი.შევადგინეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი.გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასების ნიმუშების დაგეგმვას. ძალიან საინტერესო  და დატვირთული დღე იყო,ვფიქრობ რომ პროექტის განხორციელების დროს გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ  მასწავლებლის  პორთფოლიოზე  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების  გათვალისწინებით. ძიების  სინტაქსზე.ინტერნეტის გამოყენებაზე კვლევისთვის.ასევე ვიმუშავეთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე. ვფიქრობ ყველა ეს მასალა გამომადგება პროექტის შექმნაში და ასევე ვეცდები დავნერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში,რათა უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომია. პროექტის პროცედურებში  გამოვიყენე საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობა:ჩავწერე ავტორის სახელი,გვარი.წიგნის გამომცემლობა და მისი სათაური.

მეოთხე დღე

დღევანდელ დღეს  განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ჩემი პროექტისთვის გავწერეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა.ამისათვ ის გამოვიყენეთ შეფასების ელექტრონული ბიბლიოთეკა.ბიბლიოტეკაში განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია,რომელშიც მოცემული იყო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,მე ვთვლი რომ ამ მეთოდს კლასში გამოვიყენებ.მე ვფიქრობ,რომ ამ მეთოდის გამოყენება ხელს შეუწყობს მარალი სააზროვნო უნარების განვითარებას. ჩ3ემი პროექტისთვის შევადგინე შეფასების შემდეგი კითხვები: ზოგადი კითხვა: საიდან ვიგებთ ინფორმაციას? თემატური კითხვები: რა შემთხვევაში მივმართავთ ბიბლიოთეკას? როგორ გავარჩიოთ მხატვრული ლიტერატურა შემეცნებითი ლიტერატურა  შემეცნებითი სახის  ლიტერატურისგან? შინაარსობრივი კითხვა" რა წესები უნდა დავიცვათ ბიბლიოთეკაში წიგნებით სარგებლობის დროს?

დღე მესამე

ჩვენ დღეს ვისწავლეტ პროექტისტვის მიზნების დაწერა და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ფორმულირება.

მეორე დღე

ვიმუშავეთ პროექტის მიზნების განხორციელებაზე.იდეების გენერირებაზე.ბლუმის ტაქსონომიაზე.დავამზადეთ ბუკლეტები,გავეცანით სხვადასხვა პროექტებს,ვიმუშავეთ წყვილებში.